ალექსანდრე ტარასოვი


გოდარი როგორც ვოლტერი

ნაწილი პირველი


ავტორიალექსანდრე ტარასოვი, რუსი პოსტმარქსისტი თეორიტიკოსი, სოციოლოგი, იუვენელოგი.


    ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი საიდუმლო საზოგადოება ემსახურებოდეს ხალხს,

პირველ რიგში.ჩვენ ეჭვი არ გვეპარება,  რომ

ჩვენი მიმდევრები არ შეუშინებიან ღიად მოქმედებას.

ვოლტერი


              ნებისმიერი რევოლუციური მოძრაობა ვითარდება და მოქმედებს ამა თუ იმ ფილოსოფიური დოქტრინის დროშის ქვეშ - იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი მონაწილენი ამას ვერ აცნობიერებენ. ყველა რევოლუციას წინ უძღვის ფილოსოფიური მომზადება და დაფუძნება. 1968 წლის "მაისი რევოლუციაც" არაა გამონაკლისი. ის, რომ მან  მარცხი განიცადა, საერთო სქემაზე არ მოქმედებს.


              მსოფლიოს ყველა რევოლუციიდან ყველაზე  უკეთ დიდი ფრანგული რევოლუციაა შესწავლილი. დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ის განმანათლებლობის შედეგია. ვოლტერი, დიდრო, რუსო, ენციკლოპედისტები იყვნენ, სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც  რევოლუციონერთა ტვინების ფორმირებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ამასთან ერთად, საკუთვრივ ფილოსოფიური, პოლიტიკური, პუბლიცისტური ლიტერატურისა, მასში დიდი როლი ითამაშა მხატვრულმა ლიტერატურამაც.  განმანათლებლობამ ორ სპეციფიკურ ჟანრს ჩაუყარა საფუძველი: აღმზრდელობითი ხასიათის  რომანი (დრამა)  და განმანათლებლური ხასიათის რომანი (დრამა). აღმზრდელობითი რომანი მიმართული იყო ახალგაზრდებისადმი, იყო დიდაქტიკური, აღწერდა ახალგაზრდა გმირის განვითარებას -რომელიც საბოლოოდ ან მათი დეგრადაციით სრულდებოდა (თუ ის კონფორმისტულად ეგუეოდა გარე სამყაროს), ან  ყალიბდებოდა კვარცხლბეგზე ასულ გმირად- ცოცხალ ან დაღუპულ, მაგრამ არა დაუმარცხებელ გმირად  (თუ ის არსებულ სამყაროსთან ბრძოლას არ წყვეტდა). განმანათლებლური  რომანი (სატირული ხასიათის) უკვე მოზარდ კატეგორიაზე  იყო მიმართული და  გარემოზე  სიმართლეს მოგვითხრობდა, უბიძგებდა ამ გარემოს უარყოფისკენ, განსჯისკენ. კინომატოგრაფია იმ პერიოდში არ იყო, რასაც ვერ ვიტყვით 1968 წელზე.  


. საჭირო წიგნებს თქვენ ბავშვობაში კითხულობდით.

.ვისოცკი


მეამბოხის აღზრდა ანუ სიკვდილის მემარცხენე ხელოვნება 


          ვსაუბრობთ    "თაობა 1868-სა" და ლენინგრადულ "პარიზულ ბუნტი-" ახალგაზრდებზე. როგორ წიგნს კითხულობდნენ ისინი? ეს ჩვენ ვიცით: კამიუ, სარტრი, ბაკუნინი, მარქსი, ტროცკი, ფრომი, ალითიუსერი.. და რა ფილმებს უყურებდნენ ისინი? როგორმა კინომ ჩამოაყალიბა ისინი, როგორც მეამბოხეები და რევოლუციონერები?


           "წითელი მაისის" ბარიკადების დამცველები კინომატოგრაფიაში" ახალი ტალღის" შვილები იყვნენ. თავდაპირველად, თავად ტერმინს "ახალი ტალღა" არ ქონდა არანაირი კავშირი კინოსთან. ეს აღნიშნავდა ფრანგული ახალგაზრდობის ახალ თაობას, რომლებმაც საკუთარი თავის შესახებ 1957 წელს გააკეთეს განაცხადი - თაობა, რომელიც საბოლოდ დეგრადირებული რეჟიმის ატმოსფეროში იხრჩობოდა - რეჟიმის, რომელიც კოლონიალურ ომს აწარმოებდა აფრიკაში და  რომლის წაგებასაც საგულდაგულოდ მალავდა, რეჟიმის, რომელმაც საფრანგეთი "ფინანსურ ბანკროტობამდე და ეკონომიკურ კრახამდე", ანუ საბოლოოდ განადგურებამდე მიიყვანა  (რომელსაც ასევე მალავდა), რეჟიმის, რომელიც მემარჯვენეების ზეწოლის შედეგად აცდა განვითარების კურსს , თუმცა, რა თქმა უნდა, ამასაც მონდომებით ფარავდა. ტოტალური კონტროლის ეს ატმოსფერო განძრახულად ცდილობდა მოაზროვნე ახალგაზრდების "დეგენერატებად" სტიგმატიზაციაც,რეჟიმს  ძულდათ ახალგაზრდები და გამწარებული ცდილობდა მათგან განთავისუფლებას. თავად ტერმინი "ახალი ტალღა" პარიზულ ყოველკვირეულ "ექსპრესში" გაჩნდა, ეს ყოველკვირეული გამოცემა ახალი ახალგაზრდების ხმად მიიჩნეოდა.


              ერთი წლის შემდეგ ახალი მსოფლაღქმა ჩნდება კინოშიც. კინოში ეს  მოიტანეს 1959 წლის დასაწყისში რეჟისორებმა, რომლებიც "ახალი ტალღისა" და თანამედროვე ფრანგული კინომატოგრაფიის გენიოსებად ითვლებიან - კლოდ შაბროლმა, ფრანსია ტრიუფომ და ალენ რენემ. მთლიანად "ახალი ტალღა" 150-ზე მეტ რეჟისორის აერთიანებდა. ზემოთ აღნიშნული სამის გარდა "ახალმა ტალღამ"  მსოფლიოს აჩუქა ჟან ლიუკ გოდარი, ლუი მალი, პიერ კასტრი, პობერტ ბრენსონი, ანეს ვარდა, ბერტრან ბლიე, ფილიპ დე ბროკა.


               "ახალი ტალღა"  მაყურებლამდე უკვე მეოთხე რესპუბლიკის კრახის შემდეგ მივიდა, ულტრამემარჯვნეების ალჟირული პუტჩის, ხელისუფლებაში გენერალი დე გოლის მოსვლისა და მეხუთე რესპუბლიკის დამყარების შემდეგ. სწორედ ამან განაპირობა "ახალი ტალღის" დროებითობა. მეხუთე რესპუბლიკის ატმოსფერო, მისი ავტორიტარიზმი კვებავდა მას, მაგრამ 1960 წლის შემდეგ ანტიგოლისტურ პოზიციებზე გადასვლისას საფრანგეთმა  სწრაფად ცვლილება დაიწყო. "ახალმა ტალღამ" - "არა მოძრაობა, არა სკოლა, არა ჯგუფი" (ფრანსუა ტრიუფოს გამონათქვამით), ვერ შეძლო შეექმნა რაიმე სახის ერთიანი იდეოლოგია და 1963-64 წლებში ნელნელა გაქრა. "ახალი ტალღა" იყო მსოფლაღქმა და ეს აღქმა მთლიანად გაიფანტა, ნაწილი - როგორც .შაბროლი,. ბრესონი - მშვენივრად ინტერირდა ფრანგულ კომერციულ კინოში, ნაწილმა - .კასტი - ვერ იპოვა საკუთარი ადგილი და დარჩნენ კინომატოგრაფიის პერიფერიებზე, დანარჩენებმა - .ტრიფო, .. გოდარი - შეძლეს ეპოვათ წინაღმდეგობის ძალა გამკლავებოდნენ იდეოლოგიიურ პრესს, კომერციულ მანქანებს, შეინარჩუნეს საკუთარი თავის რწმენა და უკვდავყვეს საკუთარი სახელები.


                      "ახალი ტალღის" "მთავარი ფილმი" მისი "კვინტენსენცია"   ჟან ლუიკ გოდარის "


უკანასკნელ ამოსუნთქვამდე"გახდა . ამ ფილმში ყველაფერი  "არასწორად" იყო. გადაღება განძრახ  მიმსგასებული იყო დოკუმენტურ კადრებს, თითქოს იღებდნენ ფარული კამერით, შემთხვევით, შეუფერებელი, წარუმატებელი პოზიციიდან, ბუნდოვანი, არამკაფიო ფონოგრამა - და ეს ყველაფერი ხდებოდა მეოთხე რესპუბლიკის "ლამინირებული, თვალთწარმტაცი და ნაზ ემოციათმომგვრელი"  ფილმების შემდეგ. უცებ ეკრანებმა გამოხეთქა თავად ცხოვრებამ. რჩებოდა წარმოდგენა, რომ ფილმს არ ჰქონდა სცენარი, არ იყო სიუჟეტი. კამერა თითქოს შემთხვევითი მოქმედებების თანმიმდევრობას მიყვებოდა. გადაღების ეს ხერხი - თითქმის მანერა გოდარისათვის -  "ახალი ტალღის" აღმოჩენა გახდა და უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა არაკომერციულ კინომატოგრაფიაზე. ფილში გოდარმა გადადგა კიდევ ერთი  ნაბიჯი მუნჯი კინოდან - თუ ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ გამოსახულება წარმართავს ფონოგრამას გოდარმა გადაწყვიტა, რომ შეიძლება მოხდეს პირიქითაც. გავა დრო და ტარკოვსკი მიიყვანს ამ აზრს ლოგიკურ ფინალამდე, დაფარავს მთელ ეკრანს ყურებით, აიძულეს მაყურებელს უსმინოს, მხოლოდ უსმინოს..


               და ბოლოს, ფსიქოლოგია, გოდარის ფილმებში დრამა მიდინარეობს ეკრანს მიღმა, მას არ სურს არაფრის "დაღეჭვა" მაყურებლისთვის, პირიქით, ის აიძულებს მათ დაძაბულები მიჰყვნენ ფილმის მსვლელობას, იფიქრონ, რათა დაიჭირონ ცვლილებები. შეიძლება ითქვას, რომ გოდარმა მიმართა იგივე ხერხს, რომელსაც ჰემინგუეი იყენებს ნოველაში "კატა წვიმისქვეშ".

                "არასწორი" იყო თავად გმირიც. პირველ რიგში, ამ ფილმისთვის აირჩა ჟან პოლ ბელმონდო, ეს ახლაა ბელმონდო -პირველი კლასის  "ვარკვლავი", მას შემდეგ რაც შეიქმნაბელმონდოს მთელი ერა" (როგორც ადრე იყო  "მარლენ დიტრიხის ერა" ), ხოლო მაშინ, ჟერარ  ფილიპის გარდაცვალების წელს, ბელმონდო აღმოჩნდა მისის სრული ანტიპოდი. ის  ყველასთვის უცნობი იყო. ეკრანზე გამოჩნდა 1959 წელს, ასრულებდა მხოლოდ მეორეხარისხოვან როლებს. "ბელმონდოს ერა" და მისი დიდება სწორედ  ფილმიდანუკანასკნელ ამოსუნთქვამდე" იწყება.


                  წინააღმდეგობრივი, გრძელფეხება ზედმეტად დიდი პირის მქონე, არასწორი სახის ბელმონდო თითქოს დაბადებული იყო განგსტერის, ანარქისტის, ხულიგანის როლისთვის. სწორედ ასეთია ის ფილმში. მისი მიშელი -  არაა მხოლოდ განგსტერი, რომელზეც პოლიციელის მკვლელობისთვის  ძებნაა გამოცხადებული, საკუთარი არსით ის ტოტალური მეამბოხეა, უარყობს ბურჟუაზიულ სამყარო როგორც ასეთს, არ თანხმდება მიიღოს თუნდაც უმნიშვნელო ტყუილი, რომელსაც მისი გადარჩენა ძალუძს. და უკვე სულერთია, რომელია თავდაპირველი, პირველადი - სიტუაცია, რომელიც გამოხატავს მის ავთენტურ არსს, თუ თავად ეს ავთენტური არსი. ექსტრემალურ სიტუაციად  გადაქცეული ცხოვრება  ამჟღავნეს საკუთარ ეგზისტენციას. ის ერთი შეხედვითაა მხოლოდ განგსტერი, რეალურად მიშელი - ესაა სარტის ფილოსოფიის პირდაპირი გამოხატულება


               თვალში გვხვდება, თითქოს მიშელი თავად ირჩევს არა ხსნას, არამედ სიკვდილს. ყველაფერი ცხადი ხდება თუ გავიაზრებთ, რომ მიშელი  ფასადური, ცრუ სამყაროს ტოტალური უარყოფის გამოხატულებაა. სამყაროს ტოტალური უარყოფა მხოლოდ ერთია - სიკვდილი. მაგრამ ეს არაა ყველაფერი. გაურბის რა მიშელი ცრუ სამყაროს, ის მისთვის ხდება საფრთხე, საშიში. ის გაუცხოვებულია ამ სამყაროსთვის, სამყარო უთვალთვალებს მას და გარდაუვლად კლავს. იგივე იდეა, ოღონდ უფრო ცხადად და ღიად შემდგომში იკვეთება ანტონიონის ფილმში "პროფესია:რეპორტიორი".


                 ის რომ ეს გმირი საშიშია ბურჟუაზიული სამყაროსთვის, გოდარი  სიტყვიერადაც კი დემონსტრირებს, მხედველობაში მაქვს მიშელის ცნობილი მონოლოგი, როდესაც ის "ნორმალურ საზოგადოებას" აღწერს.  "ჩამშვები - უშვებს, მძარცველი - ძარცვავს, მკვლელი - კლავს.."ცოტას თუ მოუვა თავში, რომ საკუთარი არსით ესაა ფარული ციტატა მარქსის ნაშრომიდან "დამატებითი ღირებულების თეორია".


                მაგრამ ეს არაა ფილმის ყველა საიდუმლო, ყველა მინიშნება და ციტატა.სურათში მიშელს, როგორც პატივსაცემ განგსტერს აქვს ყალბი დოკუმენტები ლასკო კოვაკსის სახელზე. ეს "ნორმალური" ბურჟუაზიული სამყაროს მიმართ გოდარის  კიდევ ერთი გამოწვევაა. საქმე ისაა რომ ერთი ლასკო კოვაკსი უკვე არსებობს. ეს კლოდ შაბროლეს ახალგადაღებული ფილმის "გასაღების მეორედ გადაბრუნებაზე" პერსონაჟია. ამ ფილმში კოვაკსი - სიმპათიური მეამბოხე-ემიგრანტი- მხიარული და მსმელია, რომელიც ანგრევს ყალბ გარესამყაროს და ააშკარავებს მის ფარსს. და კოვაკს ფილმში თამაშობს...ისევ ბელმონდო! ფრანგულმა პუბლიკამ არც ფილმი და არც პერსონაჟი არ მიიღო. კოვაკსმა ფრიად  "აწყენინა" ფრანგულ მაყურებელს, მოუყვა მათ ის, რისი ცოდნაც მათ თავად არ სურდათგოდარი აღრმავებს კონფლიქტს - ის კვლავ სთავაზობს მაყურებელს კოვაკს-ბელმონდოს, მაგრამ ამჯერად იმდენად "მაგარს" რომ მეტი შეუძლებელია! და იმარჯვებს.


                 საერთოდ "ახალი ტალღის" კინო მთლიანად გაჟღენთილია ფარული ციტატებითა და მინიშნებებით. მის  "მარტივ"    ფასადში  კულტურული სიყალბე და ინტელექტუალიზმი იმალება. თვით ლიტერატურულმა, განათლებულმა ფრანგულმა კრიტიკამ ვერ შენიშნა ეს თავიდანვე. კრიტიკოსი . ბენაიუნი, შეშფოთებული წერდა სტატიაში  "და მეფე კი შიშველია": ეს ფილმები, შედგება ციტატებთ,  როდესაც ხიჩკოკის ფილმიდან კადრს აწებებენ ბუნუელის ფილმიდან კადრს, რომელსაც წინ უსწრებს როსელინის სტილში  გადაღებული დიდი კადრი ვიგოდან  ალა პედი ჩაევის მეთოდით".


           "ახალი ტალღის" ფილმები არ იყვნენ მასობრივები. ეს იყო კინო მემარცხენე ინტელექტუალებისა სტუდენტებისთვის. ის კინოკლუბების ქსელით ვრცელდებოდა,ამ ქსელს  საკმაოდ ფართო გავრცელება ჰქონდა 50-60 წლების საფრანგეთში და თუმცა საკმაოდ ვიწრო წრეზე, მაგრამ ახდენდა უდიდეს იდეოლოგიურ ზემოქმედებას.


              გასაოცარია ის უდიდესი გავლენა, რომელიც "ახალმა ტალღამ" -  მთლიანად - და ფილმმა "უკანასკნელ ამოსუნთქვამდე"  -  ნაწილობრივ-  ფრანგული და მსოფლიო პუბლიკის აზროვნების წესზე მოახდინა. ფილმი,  "უკანსკნელ ამოსუნთქვამდე"  არა მხოლოდ პაროდირებდა "ბელმონდიზმის" მოვლენას, არა მხოლოდ უდიდესი გავლენა მოახდინა კინომატოგრაფიის სკოლებზე, არამედ 1983 წელს ჰოლივუდში გააჩინა იდეა გადაეღოთ ფილმის  წმინდა კომერციული ვერსია, თუმცა ეს უკვე აღარ იყო ხელოვნება. ეს იყო წმინდა კიჩი, ტიპური ჰოლივუდური პროდუქტი: ღია ფერებით, ძვირადღირებული კოსტუმებით, ფალსიფიცირებული დეკორაციით, სროლებით, ავტორბოლებით, "ვარკვლავებით" და იდიოტური ფინალით, რომელიც აჩენს ეჭვს, რომ რეჟისორს უბრალოდ ერთმანეთში აერია  "უკანასკნელ ამოსუნთქვამდე"  და "იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავი". რეჟისორს  ჯიმ მაკბრაიდერი ერქვა და ის დარწმუნებული იყო, რომ ეს ფილმი  მილიარდს იშოვიდა. ფილმი გაყიდვებში ჩავარდა.. 


                  კულტურულად დაწინაურებული ოჯახების მოზარდების ცნობიერებაში ღრმად ჩაიბეჭდა და გამტკიცდა, სამუდამოდ დარჩა აბსოლუტური მეამბოხეს სახე, ერთადერთის, მცხოვრების ნამდვილი ცხოვრებით ნაცრისფერ სამყაროში, ნაცრისფერ ხალხ-მარიონეტებში, რომლებიც კი არ ცხოვრობენ, არამედ  მათთვის მიწერილ როლებს თამაშობენ. გავა 8 წელი და ამ მოზარდებს აღარ მოუნდებათ დიდების "ნორმალურ სამყაროში" ითამაშონ თამაში პირობითი სახელით "ცხოვრება" - და მიშელის ნაკვალევზე აწყობენ მასობრივ გამოხეთქვას ფსევდორეალურობიდან ეგზისტენციაში.  


                დღეს, ჩვენთან უყვართ შეუტიონ ახალგაზრდებს, სტუდეტობას - როგორი  პასიურები არიან ისინი, ინდიფერენტულები, საცოდავები, უუნაროები თვითშეწირვისთვის, უუნაროები რევოლუციური მოქმედებებისთვის. არაფერია გასაკვირი. მეამბოხე, რევოლუციონერი უნდა აღიზარდოს, მათ შორის კინოს დახმარებითაც


               გვქონდა კი ფილმები, რომელებიც ობიექტურად იგივე როლს თამაშობდნენ, როგორიც ფილმმა"უკანასკნელ ამოსუნთქვამდე" ითამაშა?იყო. იყო,  მთელი წყება  ავტორები, რომლებიც  პირდაპირ ამბობედნენ, რომ საჭიროა გავიგოთ როგორ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და რეალურად რა სურთ "უკმაყოფილო სტაგნაცისტებს". ამგვარად მათ შექმნეს ფილმები, რომლებიც მზად იყვნენ აეფეთქებინათ "ნათელი მომავლის" ილუზია..ფილმები... "უშნო გედი", "სტაკლერი"..შეშლილი, წიგნიერი, მეამბოხე, ის ვინაც იცის სიმართლე, რომელიც უარყოფს "ნორმალურ სამყაროს" - მათ შორის სამყაროს "დისიდენტებისას".


              "სტალკერი" სხვა პერიოდში იყო გადაღებული,  ჭრიდა სხვა პრობლემებს, მიმართული იყო სსხვა აუდიტორიისაკენ,თუმცა მან  საკუთარი ამოცანა მეტად თუ ნაკლებას, მაგრამ შეასრულა..

 დღეს ახალგაზრდები, დღევანდელი მოსწავლეები და სტუდენტები მას არ უყურებენ, კიდეც რომ უყურონ, მათ ეს არ დაეხმარებათ,ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ..


              და ყოველგვარ "შავ ვარდებს" და "ტაქსი-ბლუზებს" არ შეუძლიათ  "სტალკერისა" და "უკანასკნელ ამოსუნთქვამდე-" ჩანაცვლება, ისინი ბარიკადები არ არიან, ისინი უბრალოდ ღებინებისკენ გიბიძგებენ. და სანამ სიტუაცია ასეთი იქნება არაფერი გვაქვს ახალგაზრდებთან სასაყვედურო.



რუსულიდან თარგმნათინა ყიფშიძემ.